ალფა 1 ანტიტრიფსინი გლიკოპროტეიდია, რომლის თანდაყოფილი დეფიციტი გადაეცემა აუტოსომურ – დომინანტურად. ალფა 1 ანტიტრიფსინის გენი ლოკალიზებულია მე–14 ქრომოსომაზე. ალფა 1 ანტიტრიპსინი სინთეზირდება ღვიძლში და სისხლის შრატის ალფა 1 გლობულინის 90%–ს შეადგენს. სისხლის შრატის გარდა ის არის ცრემლში, ნერწყვში, ცხვირის სეკრეტში, ბრონქოალვეოლურ სეკრეტში, დუოდენურ წვენში, ზურგის ტვინის სითხეში და სხვა. ალფა 1 ანტიტრიპსინი აინჰიბირებს სხვადასხვა პროტეოლიზურ ენზიმებს, როგორიცაა:
- თუ მამაკაცს 35–55 წლის ასაკში განუვითარდა დაუდგენელი ეთიოლოგიის ჰეპატიტი ან ღვიძლის ციროზი, კანის ბრინჯაოსფერი შეფერილობა, შაქრიანი დიაბეტი, ან გულის უკმარისობის მოვლენები, აუცილებელია გამოირიცხოს მემკვიდრული ჰემოქრომატოზის არსებობა.
ჰემოქრომატოზი მემკვიდრული აუტოსომურ-რეცესიული დაავადებაა, რომელიც განპირობებულია ნაწლავებში რკინის ჭარბი შეწოვით და მისი დაგროვებით უპირატესად ღვიძლის, გულის, კუჭქვეშა ჯირკვლის და სხვა ენდოკრინული ჯირკვლების პარენქიმაში.
- თუ მოზარდს აღენიშნება სწავლისა და შრომისუნარიანობის დაქვეითება, ნევროლოგიური სიმპტომები, პერიოდული ფსიქიკური აშლილობები, ჰემოლიზური ანემია, ანამნეზით დგინდება ახლო ნათესავებში ღვიძლის დაავადების შემთხვევები, აუცილებელია გამოირიცხოს ვილსონ–კონოვალოვის დაავადების არსებობა.
ვილსონ–კონოვალოვის დაავადება ორგანიზმში სპილენძის მეტაბოლიზმის შთამომავლობითი დარღვევაა. დაავადებას საფუძვლად უდევს სპილენძის ჭარბად დაგროვება ღვიძლში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, თირკმლებში, რქოვანაში, ძვლებში და სხვა ორგანოებში. ავადმყოფები მე–13 ქრომოსომაზე იდენტიფიცირებული აუტოსომურ–რეცესიული გენის ჰომოზიგოტური მტარებლები არიან. გენის მუტაციის შედეგად ირღვევა იმ ფერმენტის ფუნქცია, რომელიც არეგულირებს სპილენძის ტრანსპორტს ჰემატოციტებში და მის გამოყოფას ნაღველში. სპილენძი გროვდება ღვიძლში, იწვევს ცხიმოვან დისტროფიას, ფიბროზისა და ციროზის განვითარებას.
1. თუ ავადმყოფს რამოდენიმე ექიმ–სპეციალისტის მიერ, ერთდროულად აქვს დანიშნული მედიკამენტები და, თანაც ხანგრძლივი დროით, აუცილებელია თვეში 1–ჯერ ჩაუტარდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯები, ღვიძლის წამლისმიერი დაზიანების გამოსარიცხად.
XV-XVI საუკუნის ცნობილმა ექიმმა და ქიმიკოსმა პარაცელსმა შექმნა რა ნაშრომი სამკურნალო საშუალებებსა და შხამებზე, ფორმულირება გაუკეთა კლასიკურ აფორიზმს, რომელიც დღესაც მისაღები რჩება — „ყველაფერში არის შხამი, არაფერია თავისუფალი შხამისგან, მხოლოდ დოზას შეუძლია აქციოს შხამი შეუმჩნევლად“.
ღვიძლი ორგანიზმის ძირითადი ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია მასში მოხვედრილი უცხო ნივთიერებების მეტაბოლიზმზე. ხშირად ორგანიზმში წარმოიქმნება მეტაბოლიური თვალსაზრისით მაღალი რეაქტიულობის შუალედური პროდუქტები თავისუფალი რადიკალების ინიციაციით და ღვიძლის უჯრედების დაზიანებით.
თუ ავადმყოფს განუვითარდა კანის და თვალის სკლერების სიყვითლე, ცხელება,
აუტოიმუნური ჰეპატიტი პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც ვლინდება ღვიძლის ქსოვილის ანთებით, სისხლში სხვადასხვა ანტისხეულებისა და გლობულინის მაღალი კონცენტრაციით.
ეპიდემიოლოგია
აუტოიმუნური ჰეპატატის გავრცელების სიხშირე ზოგადად ყოველ 100000 მაცხოვრებელზე 2–დან 17–მდეა. დაავადება გვხვდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა ხშირია 4–6 წლის ასაკში, ასევე პუბერტატულ პერიოდში. ქალები 3–ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან მამაკაცებთან შედარებით.
1 . თუ ინდივიდს თვეების განმავლობაში ხშირად და ჭარბად უხდება ალკოჰოლის მიღება, თუმცა ჯანმრთელობის თაობაზე ჩივილები არ აქვს, აუცილებელია ჩაიტაროს გამოკლვევები ღვიძლის ფარული დისფუნქციის გამოსარიცხად .
ჰეპატო გასტროენტეროლოგიული კლინიკა "ლაგიმედი" დაფუძნდა 2014 წელს პროფესორ ექიმ-გასტროენტეროლოგ ლაგი გვეტაძის და ექიმ-სტომატოლოგ ლიანა ტორონჯაძის მიერ. კლინიკას ყოველდღიურად მრავალი პაციენტი მომართავს, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოდანაც.
ქუთაისი, დ. ავალიანი 1 / სარაჯიშვილის 4
0431 24 36 38
info@lagimedi.ge
www.lagimedi.ge