ღვიძლის ქრონიკული დიფუზური დაზიანების მიზეზებს შორის, ალკოჰოლს უჭირავს მეორე ადგილი B და C ვირუსული ჰეპატიტების შემდეგ. ალკოჰოლის ხანგრძლივად, ხშირმა და ჭარბად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სხვადასხვა სახის დაზიანება, რაც ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების სახით არის ცნობილი. ეთანოლის ხშირი და ჭარბად მიღებით გამოწვეული ღვიძლის დაზიანების კლინიკური ვარიანტებია:
- ალკოჰოლური სტეატოზი (ცხიმოვანი ღვიძლი) - 80% ;
- ალკოჰოლური ფიბროზი - 10-20% ;
- მწვავე და ქრონიკული ალკოჰოლური ჰეპატიტი - 20-30 % ;
- ღვიძლის ალკოჰოლური ციროზი - 20-25% ;
- ღვიძლის კიბო - 2-5% ;
1. თუ ავადმყოფს ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღენიშნება საერთო სისუსტე, სწრაფი დაღლა, სახსრების ტკივილები, სისხლჩაქცევების წარმოქმნა უმნიშვნელო ტრავმების დროს, გახანგრძლივებული სისხლდენა კანის მსუბუქი დაზიანების დროს, ყრუ ხასიათის ტკივილები მარჯვენა ფერდქვეშა არეში, აუცილებელია გამოირიცხოს ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის არსებობა.
ქრონიკული ჰეპატიტი ღვიძლის ანთებაა, რომელიც მიმდინარეობს 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობით და სხვადასხვა სპექტრის დარღვევებით, რომლებიც ერთმანეთისგან განსახვავდებიან ეტიოლოგიით, პათოგენეზით, მორფოლოგიური სურათით და კლინიკური გამოვლინებებით. ქრონიკული ჰეპატიტი შეიძლება მიმდინარეობდეს მინიმალური კლინიკური სიმპტომატიკით და ბიოქიმიური დარღვევებით ღვიძლის ფუნქციების მხრივ, ასევე შეიძლება მიმდინარეობდეს მძიმედ, პორტული ჰიპერტენზიით, ღვიძლის უკმარისობის მოვლენებით და ციროზში ტრანსფორმაციით.
გამოყოფენ ქრონიკული ჰეპატიტის შემდეგ მორფოლოგიურ ვარიანტებს:
- თუ ავადმყოფს 25-30 წლის ასაკის შემდეგ განუვითარდა ტკივილები კუჭის საპროექციო ან მარჯვენა ფერდქვეშა არეში, "ღამის" და "მშიერი" ტკივილები, რომელიც მცირდება ან ქრება საკვების მიღებიდან 2-3 საათის ინტერვალით და კვლავ განახლდება, ხშირი გულძმარვები, კუჭაშლილობები ზოგჯერ ცხიმიანი განავლით, აუცილებელია გასტროენტეროლოგის კონსულტაცია ცოლინგერ-ელისონის სინდრომის გამოსარიცხად.
ცოლინგერ-ელისონის სინდრომი
(გასტრინომა)
ცოლინგერ-ელისონის სიმპტომოკომპლექსი აერთიანებს ჰეპტიკურ წყლულს, კუჭის გაძლიერებულ სეკრეციას და პანკრეასის არა β უჯრედებიდან განვითარებულ სიმსივნეს. პანკრეასის კუნძულოვანი უჯრედების სიმსივნე (გასტრინომა) განაპირობებს გასტრინის გაძლიერებულ სეკრეციას, რაც თავის მხრივ, ასტიმულირებს კუჭის სეკრეციას.
კარდიის ახალაზია
კარდიის ახალაზია წარმოადგენს საყლაპავის დაავადებას, როცა ყლაპვის დროს საყლაპავის ქვედა სფინქტერის მოდუნება არ ხდება, ხოლო საყლაპავის მკერდის ნაწილის ტონუსი დარღვეულია.
დაავადების ეტიოლოგია უცნობია. ძირითადად ავადდებიან 30_50წლის პაციენტები, ზოგჯერ აქვს ოჯახური (მემკვიდრული) ხასიათი. მიზეზი შეიძლება იყოს რელაქსაციური აპარატის დისფუნქცია.
- საჭიროების შემთხვევაში, თქვენი რომელიმე დაავადების სამკურნალოდ- ანტიბიოტიკების დანიშვნის საკითხი, გადაწყვეტილი უნდა იქნეს მხოლოდ ექიმ სპეციალისტის მიერ მედიკამენტის შერჩევის, დოზირების, ხანგრძლივობის, გვერდითი მოვლენების და შესაძლო გართულებების გათვალისწინებით;
- თუ ავადმყოფს თვების ან წლების განმავლობაში პერიოდულად აღენიშნება კუჭშეკრულობები ან კუჭაშლილობები ლორწოვანი განავლით, ტკივილები მუცლის არეში კონკრეტული ლოკალიზაციის გარეშე, მუცლის შებერვები და დისკომფორტი, ტკივილების შემცირება ან გაქრობა კუჭის მოქმედების შემდეგ, საჭიროა გამოირიცხოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზი.
- თუ ავადმყოფს აღენიშნება სწორი ნაწლავიდან ხშირი სისხლდენები კუჭის ხშირ მოქმედებასთან ერთად (დღეღამეში 10-20ჯერ), ზოგჯერ მხოლოდ სისხლიანი ლორწოს გამოყოფით, ცხელება, შემცივნებები, უმადობა, გულისრევა, ღებინება, ტკივილები მუცლის ქვემო ნაწილებში, აუცილებელია გამოირიცხოს წყლულოვანი კოლიტის არსებობა.
- თუ ავადმყოფს პერიოდულად აღენიშნება კუჭშეკრულობები ან კუჭაშლილობები, ცხელება, შემცივნებები, უმადობა, წონაში დაკლება, შეტევითი ან მუდმივი ტკივილები მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრატში, რომელიც ძლიერდება საკვების მიღების შემდეგ და ძალიან გავს მწვავე აპენდიციტის მოვლენებს, აუცილებელია გამოირიცხოს კრონის დაავადების არსებობა.
ჰეპატო გასტროენტეროლოგიული კლინიკა "ლაგიმედი" დაფუძნდა 2014 წელს პროფესორ ექიმ-გასტროენტეროლოგ ლაგი გვეტაძის და ექიმ-სტომატოლოგ ლიანა ტორონჯაძის მიერ. კლინიკას ყოველდღიურად მრავალი პაციენტი მომართავს, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოდანაც.
ქუთაისი, დ. ავალიანი 1 / სარაჯიშვილის 4
0431 24 36 38
info@lagimedi.ge
www.lagimedi.ge