საყლაპავის ხშირი დაავადებები გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება დეფინიცია (გ.ე.რ.დ.) გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება საყლაპავის დისტალური ნაწილის დაზიანებით (ანთება, ეროზია, წყლული) მიმდინარე ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა და განპირობებულია საყლაპავში კუჭის მჟავე წვენის ან ტუტე დუოდენური შიგთავსის რეგულარული რეტროგრადული ამოსროლით (რეფლუქსი).
თუ თქვენ ბოლო დღეებია ან ბოლო რამოდენიმე კვირაა გაქვთ შემდეგი ჩივილები:
ყრუ ან შეტევითი ხასიათის ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში (კუჭის საპროექციო არე), გუძმარვები, გულისრევის შეგრძნებები, ზოგჯერ პირღებინებები, უმადობა, დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში შემცივნება, საერთო სისუსტე, უხასიათობა, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს:
კუჭის ხშირი დაავადებების ჯგუფს ეკუთვნის
ქრონიკული გასტრიტის გავრცელების შესახებ ეპიდემიური კვლევები არასაკმარისია, რადგანაც ძირითად დაავადება ნაკლებად გამოხატული სიმპტომებით მიმდინარეობს და პაციენტები არ მიმართავენ ექიმს დახმარებისთვის. სხვადასხვა ქვეყნის გასტროენტეროლოგთა მონაცემებით ქრონიკული გასტრიტით დაავადებულია ზრდასრული მოსახლეობის 50-80%. ასაკთან ერთად მისი გავრცელება იზრდება. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით განიხილება ქრონიკული გასტრიტების სხვადასხვა ფორმები.
გასტრიტი -კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი და დისტროფიული ცვლილებებით გამოწვეული დაავადებაა. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით ანსხვავებენ მწვავე და ქრონიკულ გასტრიტს.
მწვავე გასტრიტები: მწვავე ეროზიული, ჰელიკობაქტერიასთან ასოცირებული, ენტეროპათიურ ეროზიული, კოროზიული, ინფექციური გასტრიტი.
1. მწვავე ეროზიული (ჰემორაგიული) გასტრიტი-მწვავე გასტრიტის უხშირესი ფორმაა. დამახასიათებელია სისხლდენა კუჭის დაზიანებული ლორწოვანი გარსიდან. ძალიან ხშირად ვითარდება უეცრად და ძირითადათ ასოცირებულია სიცოცხლესთან საშიშ მდგომარეობასთან.
- ხშირ გულძმარვებს განსაკუთრებით წინ გადახრის ან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნის დროს, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება არადიეტური საკვების მიღების შემდეგ -გამორიცხეთ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების არსებობა.
- ხშირ მჟავე ბოყინს, ყლაპვის გაძნელების ეპიზოდებს, ტკივილებს მკერდის ძვლის უკან კვების დროს ან მალე საკვების მიღების შემდეგ - გამორიცხეთ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების არსებობა
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება საყლაპავის დისტალური ნაწილის დაზიანებით (ანთება, ეროზია, წყლული) მიმდინარე ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა და განპირობებულია საყლაპავში კუჭის მჟავე წვენის ან ტუტე დუოდენური შიგთავსის რეგულარული რეტროგრადული ამოსროლით (რეფლუქსი).
ჩვენი მიზანია გაგაცნოთ ან შეგახსენოთ საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებათა ძირითადი მიზეზები, დაავადების სიმპტომური გამოვლინებები, მინიმალური სიმპტომების არსებობა ზოგიერთი დაავადების მიმდინარეობის დროს, ე.წ. დაავადებების „ნიღბების“ არსებობა.
ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ დროზე შევისწავლოთ ორგანიზმში არსებული მემკვიდრული ან შეძენილი ესა თუ ის თავისებურება, მზაობა დაავადებისადმი, დაავადების ფარული მიმდინარეობის დადგენა, კლინიკურად გამოვლენილი მწვავე ან ქრონიკული დაავადების დიაგნოსტიკა და მისი მართვა.
ჰეპატო გასტროენტეროლოგიული კლინიკა "ლაგიმედი" დაფუძნდა 2014 წელს პროფესორ ექიმ-გასტროენტეროლოგ ლაგი გვეტაძის და ექიმ-სტომატოლოგ ლიანა ტორონჯაძის მიერ. კლინიკას ყოველდღიურად მრავალი პაციენტი მომართავს, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოდანაც.
ქუთაისი, დ. ავალიანი 1 / სარაჯიშვილის 4
0431 24 36 38
info@lagimedi.ge
www.lagimedi.ge