- თუ ავადმყოფს აღენიშნება ხშირი კუჭაშლილობები (დღეღამეში 10-15 ჯერ) სისხლის და ჩირქის მინარევებით, ტკივილები მუცლის ქვედა და გვერდით ნაწილებში, რომელიც ძლიერდება მოძრაობის, დეფეკაციის და ოყნის გაკეთების დროს, აუცილებელია გამოირიცხოს კრონის დაავადების არსებობა.
- თუ ავადმყოფს აქვს ნაწლავის ანთებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებთან ერთად არანაწლავური, იმუნური დარღვევებით გამოწვეული გამოვლინებები (ღვიძლის დაავადებები, ნაღვლკენჭოვანი და თირკმელკენჭოვანი დაავადებები, კანის, პირის ღრუს, სახსრების დაავადებები), საჭიროა კრონის დაავადების გამორიცხვა.
- თუ პაციენტის ახლო ნათესავებში ვერიფიცირებულია კრონის დაავადების ერთი შემთხვევა მაინც, ამავ დროს პაციენტს აქვს ნაწლავური და არანაწლავური სიმპტომების გამოვლინებები, აუცილებელია გამოირიცხოს კრონის დაავადებაის არსებობა.
- დაავადების ადრეული სტადიის დიაგნოსტირების შემთხვევაში, დაავადების მართვა და პროგნოზი დამაკმაყოფილებელია.