- თუ ავადმყოფს სისხლიან კუჭის მოქმედებასთან ერთად აქვს გამოხატული ტკივილები მუცლის მარცხენა ქვემო კვადრატში და ტკივილები ძლიერდება საკვების მიღებიდან 0,5-1სთ_ს შემდეგ, საჭიროა გამოირიცხოს წყლულოვანი კოლიტის დიაგნოზი.
- მწვავედ განვითარებული სისხლიანი კუჭის მოქმედება (დღეღამეში 20ჯერ), ჰემოგლობინის მკვეთრი დაქვეითებით, ძლიერი ტკივილებით მუცლის ქვედა ნაწილებში, მიუთითებს, წყლულოვანი კოლიტის ფულმინანტურ (ელვისებურ) მიმდინარეობაზე, რომელიც ხშირად რთულდება ნაწლავის პერფორაციით ან გაგანიერებით და საჭიროებს ქირურგის სასწრაფო კონსულტაციას.
- თუ პაციენტს სწორი ნაწლავიდან პერიოდულ სისხლდენებთან და ნაწლავის ანთებადი დაზიანების სიმპტომებთან ერთად აღენიშნება არანაწლავური იმუნური დარღვევებით გამოწვეული გამოვლინებები (ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, კანის, პირის ღრუს, თვალების, სახსრების დაზიანებები), აუცილებელია გამოირიცხოს წყლულოვანი კოლიტის არსებობა.
- თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავური და არანაწლავური სიმპტომები, ამავე დროს ახლო ნათესავებში ვერიფიცირებულია წყლულოვანი კოლიტის ერთი შემთხვევა მაინც, აუცილებელია გამოირიცხოს არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის არსებობა.
- წყლულოვანი კოლიტის ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, დაავადების მართვა და პროგნოზი შედარებით დამაკმაყოფილებელია.