- ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშვნის გარეშე, რადგანაც ხშირ შემთხვევაში, თვითმკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი სხვა დაავადების განვითარება;
- ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს განვითარებული კუჭ აშლილობები (ხშირად წყალ წყალა განავლით დღეში 3-5ჯერ და მეტი) მიუთითებს ნაწლავების დისბიოზის (დისბაქტერიოზის) არსებობაზე;
- ანტიბიოტიკებითგამოწვეული კუჭაშლილობის განვითარების შემთხვე-ვაში, შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ მკურნალ ექიმს;
- თუ ანტიბიოტიკის მოხსნის და დიეტის დაცვის შემდეგ 2-3 დღეში კუჭაშლილობა კვლავ პროგრესირებს, აუცილებელია გასტროენტერო-ლოგის კონსულტაცია, რათა დადგინდეს, კონკრეტული შემთხვევა, ინდუცირებულია ანტიბიოტიკების მიღებით, თუ ის სხვა პათოლოგიური პროცესების გამოვლინებაა.