- თუ ავადმყოფს კუჭის წვენის გამოკვლევით აღმოაჩნდა კუჭის გაძლიერებული სეკრეცია მაღალი მჟავიანობით, ენდოსკოპიურად დაუდგინდა წყლული თორმეტგოჯა ნაწლავის დისტალურ ნაწილში, უტარდება წლულის საწინააღმდეგო მკურნალობა, თუმცა ის ნაკლებად ეფექტურია და ხშირია რეციდივები, აუცილებელია გამოირიცხოს ცოლინგერ-ელისონის დაავადება.
- თუ ავადმყოფს დიაგნოსტირებული აქვს წყლულოვანი დაავადება, აღენიშნება მკურნალობის არაეფექტურობა, ხშირია დაავადების რეციდივები, ამავე დროს აღენიშნება სისხლში კალციუმის მაღალი შემცველობა (ენდოკრინული დარღვევა), სისხლში პროლაქტინის მომატება, თირკმელში კენჭების არსებობა, აუცილებელია გამოირიცხოს ცოლინგერ-ელისონის სინდრომი.
- თუ ავადმყოფს აღენიშნება წყლულოვანი დაავადების ტრადიციული მკურნალობისადმი რეზისტენტობის კლინიკური სურათი და ინსტრუმენტული კვლევებით გასტრინომის იდენტიფიცირება არ ხერხდება, საჭიროა ჩატარდეს სეკრეტინის ან კალციუმის პროვოკაციული ტესტი. სისხლში გასტრინის შემცველობის 1000 ერთ. მომატება ადასტურებს ცოლინგერ-ელისონის სინდრომის არსებობას.
- ცოლინგერ-ელისონის სინდრომის დიაგნოსტირების შემთხვევაში მკურნალობა აუცილებელია დაინიშნოს გასტროენტეროლოგის მიერ.
- გასტრინომის იდენტიფიცირების შემთხვევაში უმჯობესია სიმსივნის ქირურგიული ამოკვეთა, მეტასტაზების არსებობისას ქიმიოთერაპიის ჩატარებით.