1. თუ ავადმყოფს ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღენიშნება საერთო სისუსტე, სწრაფი დაღლა, სახსრების ტკივილები, სისხლჩაქცევების წარმოქმნა უმნიშვნელო ტრავმების დროს, გახანგრძლივებული სისხლდენა კანის მსუბუქი დაზიანების დროს, ყრუ ხასიათის ტკივილები მარჯვენა ფერდქვეშა არეში, აუცილებელია გამოირიცხოს ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის არსებობა.
2. თუ ავადმყოფს აღენიშნება თვალის სკლერების და კანის საფარველის სიყვითლე, შარდის გამუქების ეპიზოდები, ხელისგულების სიწითლე (ერითემია), კანზე სისხლძარღვოვანი „ვარსკვლავების“ მსგავსი სურათი, ტემპერატურის მატება, გამოხატული უმადობა, აუცილებელია გამოირიცხოს ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის არსებობა.
3. თუ ავადმყოფს გამოხატული საერთო სისუსტის ფონზე განუვითარდა ე.წ. არაღვიძლისმიერი გამოვლინებები: ართრალგიები (ტკივილები სახსრებში), ართრიტები, აპლაზიური ანემია, გლომერულონეფრიტი, პერიკარდიტი, პლევრის ღრუში გამონაჟონი, ანგიონევროზული შეშუპება, კვანძოვანი პოლიარტერიიტი, აუცილებელია გამოირიცხოს ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის არსებობა.