×

— თუ ადამიანს, რომელიმე ასაკში (მათ შორის ახალშობილის), გადატანილი აქვს სიყვითლე, თუმცა თავს ჯანმრთელად გრძნობს, აუცილებელია ღვიძლის სრულყოფილი გამოკვლევის ჩატარება, ღვიძლის ფარული დისფუნქციის გამორიცხვის მიზნით.

— თუ ავადმყოფს დადგენილი აქვს რომელიმე სახის ქრონიკული ჰეპატიტი და პრაქტიკულად არსებობს მისი ღვიძლის ციროზში ტრანსფორმირების ალბათობა, აუცილებელია გასტროენტეროლოგის მეთვალყურეობა. ავადმყოფს პერიოდულად უნდა ჩაუტარდეს ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები, საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური

მკურნალობა.
— თუ ავადმყოფს განუვითარდება კანის და თვალის სკლერების სიყვითლე, შარდის გამუქება, კანის ქავილი, აუცილებელია დადგინდეს მისი განვითა¬რების მიზეზები და დროულად ჩატარდეს მკურნალობა, რადგანაც გახან¬გრძლივებულმა სიყვითლემ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ციროზული დაზიანება.
— თუ ავადმყოფს განუვითარდა ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა, წონაში დაკლება, კანის ქავილი, კანზე სისხლჩაქცევები, ხელისგულების სიწითლე, უმადობა, შარდის შემცირება, მუცლის შებერვები, ჰორმონალური დარღვევები, აუცილებელია გამოირიცხოს ღვიძლის ციროზის არსებობა.
— თუ ავადმყოფს დიაგნოსტირებული აქვს ღვიძლის ციროზის კომპენსირებული სტადია და ამავე დროს დადგენილია დაავადების განვითარების მიზეზი, ხშირად, სათანადო მედიკამენტური მკურნალობის შედეგად, დაავადების კომპენსირებული მდგომარეობა შეიძლება შენარჩუნებული იქნეს მრავალი წლის განმავლობაში.

 
მედპერსონალი
 
ვაკანსიები
 
რჩევები
 
დამატებითი ინფორმაციისთვის
+995 599 12 13 53
დაგვირეკეთ

კლინიკის შესახებ

ჰეპატო გასტროენტეროლოგიული კლინიკა "ლაგიმედი" დაფუძნდა 2014 წელს პროფესორ ექიმ-გასტროენტეროლოგ ლაგი გვეტაძის და ექიმ-სტომატოლოგ ლიანა ტორონჯაძის მიერ. კლინიკას ყოველდღიურად მრავალი პაციენტი მომართავს, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოდანაც.

კონტაქტი

 ქუთაისი, დ. ავალიანი 1 / სარაჯიშვილის 4

  0431 24 36 38

  info@lagimedi.ge

  www.lagimedi.ge