ზოგიერთი რჩევა ქრონიკული გასტრიტის შემთხვევაში

logoთუ პაციენტს ბოლო რამოდენიმე თვე ან წელია
პერიოდულად აღენიშნება შემდეგი ხასიათის ჩივილები:

 ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში (კუჭის საპროექციო არე), ზოგჯერ „ცარიელ“ კუჭზე და ღამის საათებში (მსგავსი წყლულოვანი დაავადების), პერიოდულად შეტევითი ხასიათის, გულძმარვები, მჟავე ბოყინი, გულის რევის შეგრძნებები, საერთო სისუტე - გამოსარიცხია „B“ ტიპის, ზედაპირული, მაღალი მჟავიანობით, ჰელიკობაქტერასოცირებული ქრონიკული გასტრიტი.


 პირში უსიამოვნო სუნი, ბოყინი საკვების ნაწილაკებით და ჰაერით, მადის დაქვეითება, მუცლის შებერვები, კუჭის არარეგურალური მოქმედება, მოთენთილობა - გამოსარიცხია “A” ტიპის ატროფიული, აუტოიმუნური, B12 ვიტამინდეფიციტური ანემიასთან ასოცირებული კუჭის დაბალი ამ მკვეთრად დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტი.
 სიმპტომთა ტრიადა: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, რომელიც ძლიერდება საკვების მიღების შემდეგ;
- პირღებინება ნაღვლის წვენის მინარევებით, რასაც მოაქვს შვების შეგრძნება;
- წონაში დაკლება
გამოსარიცხია “C” ტიპის ქიმიური, რეაქტიული, რეფლუქს გასტრიტი, რომელიც ძირითადად ინდუცირებულია ნაღვლის, პანკრეასის წვენის ხშირი რეფლუქსით კუჭის ანტრალურ ნაწილში ან ზოგიერთი მედიკამენტებით.
დიაგნოზის ვერიფიცირებისთვის აუცილებელია ენდოსკოპური გამოკვლევა, H. Pylori -თ ინფიცირების დადგენა, კუჭის წვენის მჟავიანობის განსაზღვრა, ლაბორატორული ანალიზების ჩატარება.
შესაბამისად აუცილებელია ქრონიკული გასტრიტის ტიპის დადგენა, რადგანაც თითოეული ტიპის გასტრიტის დროს სხვადასხვაა მკურნალობის პრინციპები.
“B” ტიპის გასტრიტის დროს ინიშნება: ანტიბიოტიკები; კუჭის წვენის აგრესიული ფაქტორის კორექცია (ომეპრაზოლი, კვამატელი...);
კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავი საშუალებები (სიმალგელი, ფოსფალუგელი...)“.
A ტიპის გასტრიტის დროს ინიშნება: კუჭის წვენის დაბალი ან მკვეთრად დაქვეითებული მჟავიანობისათვის ჩანაცვლებითი თერაპია (მარილმჟავა, პეპსინი...);
- კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის დაქვეითების დროს ფერმენტული პრეპარატები (კრეონი, მეზიმფორტე...);
- B12 ვიტამინ დეფიციტური ანემიის მკურნალობა;
- პროკინეტიკური საშუალებები (დოპროკინი, კინეტიკონი...).
C ტიპის გასტრიტის დროს ინიშნება: - მოტორიკის მოსაწესრიგებლად პროკინეტიკური საშუალებები (დოპროკინი, კინეტიკონი...);
- კუჭის ლორწოვანი გარსის ნაღვლის ჟავებისგან დასაცავად ანტაციდური საშუალებები (სიმალგელი, ფოსფალუგელი...)
ხშირად პაციენტები თვითნებურად ღებულობენ ომეპრაზოლს, ლანსოპრაზოლს, კვამატელს, ფოსფალუგელს, ფერმენტებს, ნაღვლმდენ საშუალებებს, თუმცა დაუდგენელი ტიპის ქრონიკული გასტრიტის დროს მათი მიღება არ არის სწორი. დაბალი ან მკვეთრად დაქვეითებული კუჭის მჟავიანობის შემთხვევაში ზემოაღნიშნული პრეპარატების მიღება დაუშვებელია. ყველა შემთხვევაში უნჯობესია ჩატარდეს გასტროენტეროლოგის კონსულტაცია და შესაბამისად ვიცოდეთ რომელი მედიკამენტი რა შემთხვევაში უნდა იქნეს მიღებული.