ზოგიერთი რჩევა მწვავე გასტრიტის შემთხვევაში

logoთუ თქვენ ბოლო დღეებია ან ბოლო რამოდენიმე კვირაა გაქვთ შემდეგი ჩივილები:

ყრუ ან შეტევითი ხასიათის ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში (კუჭის საპროექციო არე), გუძმარვები, გულისრევის შეგრძნებები, ზოგჯერ პირღებინებები, უმადობა, დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში შემცივნება, საერთო სისუსტე, უხასიათობა, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს:


- არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო საშუალებების მიღება (ასპირინი, ინდომეტაცინი, პიროკსიკამი, კეტოპროფენი, ნაპროქსენი), ასევე პანკრეასის ფერმენტები, ალკოჰოლი და სხვა;
- მჟავების, ტუტეების, შხამქიმიკატების, მძიმე მეტალების მარილების შემთხვევით ან შეგნებულად კუჭში მოხვედრა;
- კვებითი ინტოქსიკაცია;
- ფსიქოტრავმა, ფიზიკური ტრავმა, დამწვრობა, ღვიძლის, თირკმელის ან სუნთქვის უკმარისობის მოვლენები და სხვა._
აუცილებელია გასტროენტეროლოგის კონსულტაცია ამა თუ იმ სახეობის მწვავე გასტრიტის გამოსარიცხად. აუცილებელია ასევე ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი სახეობის მწვავე გასტრიტი (ეროზიული) შეიძლება მიმდინარეობდეს მხოლოდ საერთო სისუსტის შეგრძნებით, რაც განპირობებულია კუჭის ლორწოვანის ეროზიებიდან სისხლდენით და ანემიის გავითარებით. აქედან გამომდინარე „უმიზეზო“ ანემიის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია განავლის გამოკვლევა სისხლის შემცველობაზე.
ამრიგად მწვავე გასტრიტის დიაგნოზის დასმა გასტროენტეროლოგის მიერ არ წარმოადგენს სირთულეს, თუმცა მწვავე გასტრიტის სახეობის საბოლოო დადგენა მოითხოვს ენდოსკოპიურ და ლაბორატორული კვლევების აუცილებლობას.