ზოგიერთი რჩევა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში

logo1. თუ თქვენ გაქვთ ჩამოთვლილი ჩივილებიდან სულ მცირე ორი პუნქტი:
• ტკივილები კუჭის საპროექციო არეში (მუცლის ზედა მესამედი) დაკავშირებული საკვების მიღებასთან (მიღებისთანავე, ნახევარი, ერთი, 2 საათის შემდეგ...);
• ტკივილები ღამის საათებში და „მშიერ“ კუჭზე, რომელიც შემსუბუქდება მცირე რაოდენობის საკვების ან წყლის მიღებით;
• ტკივილების გაძლიერება ფიზიკური ან ნერვული გადაძაბვის შემდეგ;


• ტკივილების პერიოდული და სეზონური ხასიათი (გაზაფხული და შემოდგომა);
• ტკივილები რომლებიც უკავშირდება კვების რეჟიმების მკვეთრ დარღვევებს, სიგარეტის წევას და ალკოჰოლის ხშირ მიღებას;
• ტკივილების აღმოცენება ფიზიკური ტრამვებისა და სტრესული სიტუაციების შემდგომ;
• მშობლებსა და პირველი რიგის ნათესავებში წყლულოვანი დაავადების არსებობა-
- აუცილებლად მიმართეთ გასტროენტეროლოგს წყლულოვანი დაავადების გამოსარიცხად.
2. თუ თქვენ დიაგნოსტირებული გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება და ტკივილების სტერეოტიპი მკვეთრად შეიცვალა მოსალოდნელია წყლულის გართულებების განვითარება: წყლულის პერფორაცია (გახეთქვა), პენეტრაცია (ჩაზრდა) მეზობელ ორგანოებში-
- აუცილებლად მიმართეთ ქირურგს ან გასტროენტეროლოგს.
3. ხშირი რეციდივებით მიმდინარე დიაგნოსტირებული წყლულოვანი დაავადების დროს განვითარებული პირღებინებები წინა დღით მიღებული საკვებით მიუთითებს კუჭის პილორუსის სტენოზის (შევიწროების) არსებობაზე -
- აუცილებელია გასტროენტეროლოგის და ქირურგის კონსულტაცია.
4. თუ თქვენ ხანგრძლივად ღებულობთ არასტეროიდულ ანთებსაწინააღმდეგო საშუალებებს (რევმატოლოგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის მიერ დანიშნულს) გახსოვდეთ, რომ მათი მიღების ფონზე ხშირია კუჭის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება და ასევე ხშირია სისხლდენები, ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარე მკვეთრად გამოხატული ანემიის განვითარებით.
5. თუ თქვენ წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ საჭიროებთ ანტისეკრეტული პრეპარატების (ომეპრაზოლი, რაბეპრაზოლი...) ხანგრძლივ მიღებას, აუცილებლად შეათანხმეთ დოზები, ხანგრძლივობა და მიღების წესი გასტროენტეროლოგთან.