ზოგიერთი რჩევა კრონის დაავადების შემთხვევაში

logo- თუ ავადმყოფს პერიოდულად აღენიშნება კუჭშეკრულობები ან კუჭაშლილობები, ცხელება, შემცივნებები, უმადობა, წონაში დაკლება, შეტევითი ან მუდმივი ტკივილები მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრატში, რომელიც ძლიერდება საკვების მიღების შემდეგ და ძალიან გავს მწვავე აპენდიციტის მოვლენებს, აუცილებელია გამოირიცხოს კრონის დაავადების არსებობა.

- თუ ავადმყოფს აღენიშნება ხშირი კუჭაშლილობები (დღეღამეში 10-15 ჯერ) სისხლის და ჩირქის მინარევებით, ტკივილები მუცლის ქვედა და გვერდით ნაწილებში, რომელიც ძლიერდება მოძრაობის, დეფეკაციის და ოყნის გაკეთების დროს, აუცილებელია გამოირიცხოს კრონის დაავადების არსებობა.
- თუ ავადმყოფს აქვს ნაწლავის ანთებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებთან ერთად არანაწლავური, იმუნური დარღვევებით გამოწვეული გამოვლინებები (ღვიძლის დაავადებები, ნაღვლკენჭოვანი და თირკმელკენჭოვანი დაავადებები, კანის, პირის ღრუს, სახსრების დაავადებები), საჭიროა კრონის დაავადების გამორიცხვა.
- თუ პაციენტის ახლო ნათესავებში ვერიფიცირებულია კრონის დაავადების ერთი შემთხვევა მაინც, ამავ დროს პაციენტს აქვს ნაწლავური და არანაწლავური სიმპტომების გამოვლინებები, აუცილებელია გამოირიცხოს კრონის დაავადებაის არსებობა.
- დაავადების ადრეული სტადიის დიაგნოსტირების შემთხვევაში, დაავადების მართვა და პროგნოზი დამაკმაყოფილებელია.