ზოგიერთი რჩევა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შემთხვევაში

logo- თუ ავადმყოფს თვების ან წლების განმავლობაში პერიოდულად აღენიშნება კუჭშეკრულობები ან კუჭაშლილობები ლორწოვანი განავლით, ტკივილები მუცლის არეში კონკრეტული ლოკალიზაციის გარეშე, მუცლის შებერვები და დისკომფორტი, ტკივილების შემცირება ან გაქრობა კუჭის მოქმედების შემდეგ, საჭიროა გამოირიცხოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზი.

- თუ ავადმყოფს აღენიშნება ნაწლავური დისფუნქციები უპირატესად შეკრულობებით ან უპირატესად აშლილობებით, მუცლის ტკივილები და შებერვები, რაც ძირითადად უკავშირდება ფსიქო ემოციურ გადაძაბვებს და სტრესულ სიტუაციებს, გამოსარიცხია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის არსებობა.
- თუ ავადმყოფს აქვს ნაწლავური ფუნქციების დარღვევები მუცლის შებერვებით და ტკივილებით, მიმდინარე დეპრესიული განწყობით, ზოგჯერ პანიკური, შფოთვითი ან აგრესიული სიმპტომატიკით, აუცილებელია გასტროენტეროლოგის და ფსიქონევროლოგის კონსულტაცია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის გამოსარიცხად.
- თუ ავადმყოფი თვეების ან წლების განმავლობაში მკურნალობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს სხვადასხვა დიაგნოზებით (ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ქრონიკული კოლიტი) და მკურნალობის ეფექტი არასაკმარისია, აუცილებელია გასტროენტეროლოგის კონსულტაცია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზის გამოსარიცხად.
- თუ ავადმყოფს აქვს ნაწლავურ დისფუნქციებთან ერთად არანაწლავური სიმპტომები (თავბრუსხვევები, ლუკმის გაჩხერვის შეგრძნება ყლაპვის დროს, ზურგის ტკივილები, ხელის თითების ფერმკრთალობა, შარდვის გახშირება და სხვა ვეგეტატიური მოვლენები), ეს შეიძლება მიუთითებდეს გაღიზიანებული სინდრომის არსებობაზე.
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზის დროულად დასმის შემთხვევაში დაავადების მკურნალობა, მართვა და პროგნოზი კეთილსაიმედოა.