ზოგიერთი რჩევები ღვიძლის მედიკამენტური დაზიანების დროს

logo1. თუ ავადმყოფს რამოდენიმე ექიმ–სპეციალისტის მიერ, ერთდროულად აქვს დანიშნული მედიკამენტები და, თანაც ხანგრძლივი დროით, აუცილებელია თვეში 1–ჯერ ჩაუტარდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯები, ღვიძლის წამლისმიერი დაზიანების გამოსარიცხად.

2. თუ ავადმყოფს ესაჭიროება რომელიმე პოტენციურად ჰეპატოტოქსიური პრეპარატის მიღება, უმჯობესია წინასწარ ჩაუტარდეს ღვიძლის ლაბორატორიული და ულტრაბგერითი გამოკვლევა, ღვიძლის უკვე არსებული პათოლოგიის გამოსარიცხად.


3. თუ ავადმყოფს დაუდგინდა ღვიძლის რომელიმე სახის პათოლოგია, თუმცა აუცილებელია პოტენციურად ჰეპატოტოქსიური პრეპარატის მიღება, საჭიროა გასტროენტეროლოგის მიერ შერჩეული იქნას კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო ჰეპატოპროტექტორული საშუალება.
4. თუ ავადმყოფს მედიკამენტის ხანგრძლივი მიღების ფონზე განუვითარდა მოთენთილობა, კანზე გამონაყარი, კანის სიყვითლე, ქავილი, შარდის გამუქება, განავლის გაუფერულება, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ღვიძლის გადიდება, სახსრების ტკივილი, აუცილებელია ჩაუტარდეს ღვიძლის ფუნქციური ტესტები და ინსტრუმენტული კვლევები ღვიძლის წამლისმიერი დაზიანების გამოსარიცხად.
5. ნუ მიიღებთ თვითნებურად ე.წ. „გაცივების“, „გრიპის“ საწინააღმდეგო, ტემპერატურის დამწევ, ტკივილგამაყუჩებელ სხვადასხვა დასახელების პრეპარატებს ერთდროულად, რომელთა შემადგენლობაში ძირითადი კომპონენტია — პარაცეტამოლი.