ზოგიერთი რჩევა ვილსონ–კონოვალოვის დაავადების შემთხვევაში

logo- თუ მოზარდს აღენიშნება სწავლისა და შრომისუნარიანობის დაქვეითება, ნევროლოგიური სიმპტომები, პერიოდული ფსიქიკური აშლილობები, ჰემოლიზური ანემია, ანამნეზით დგინდება ახლო ნათესავებში ღვიძლის დაავადების შემთხვევები, აუცილებელია გამოირიცხოს ვილსონ–კონოვალოვის დაავადების არსებობა.

- ახალგაზრდა ასაკში უცნობი ეთიოლოგიის ქრონიკული ჰეპატიტის და ციროზის შემთხვევებში, განსაკუთრებით, როცა არსებობს ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევები, სისხლში ჰემოლიზური ანემია, აუცილებელია გამოირიცხოს ვილსონ–კონოვალოვის დაავადება.


- ვილსონ–კონოვალოვის დაავადების ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირების და მკურნალობის დაწყების შემთხვევაში, პროგნოზი კეთილსაიმედოა.