ზოგიერთი რჩევა ალფა ერთი ანტიტრიპსინის დეფიციტის შემთხვევაში

logo— ახალშობილთა სიყვითლის გადატანის შემდგომ, ბავშვობის ასაკიდანვე, სასურველია ღვიძლის პერიოდული გამოკვლევა ულტრაბგერითი და ლაბორატორიული მეთოდებით. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვთა ასაკისათვის დამახასიათებელი ინფექციური დაავადებების შემთხვევაში, საჭიროა მაქსიმალურად მოვერიდოთ პოტენციურად ჰეპატოტოქსიური პრეპარატების დანიშვნას.

— ყველას, ვისაც გადატანილი აქვს ახალშობილთა სიყვითლე, კატეგორიულად უნდა აეკრძალოს თამბაქოს მოწევა, რადგანაც არსებობს ალბათობა ალფა 1, ანტიტრიპსინის დეფიციტის და შესაბამისად ფილტვების ემფიზების, ღვიძლის პროგრესირებადი დაზიანების განვითარების რისკი.