მეორადი ბილიარული ციროზი

logoმეორადი ბილიარული ციროზი სანაღვლე გზების ხანგრძლივად მიმდინარე ობსტრუქციული პროცესების შედარებით იშვიათი შედეგია. ციროზი შეიძლება განვითარდეს მყარი ობსტრუქციიდან 5–7 წლის შემდეგ. ზოგჯერ ღვიძლის ციროზი შეიძლება განვითარდეს სანაღვლე გზების ნაწილობრივი ობსტრუქციის შემთხვევაშიც. სანაღვლე გზების დახშობა უფრო ხშირად ნაღვლკენჭოვანი დაავადების, შეხორცებების, სიმსივნური პროცესების, ქრონიკული პანკრეატიტის ან მასკლეროზირებელი ქოლანგიტის შედეგია. ღვიძლი გადიდებულია, მომწვანო ფერისაა. ზედაპირი მარცვლოვანია. ჰისტოლოგიურად ღვიძლის პარენქიმაში ვლინდება ნაღვლის საცობები, ნეკროზული უბნები. პორტული ტრაქტის გასწვრივ ვითარდება ფიბროზული შემაერთებელი

შეგუბებითი ჰეპატოპათია და კარდიული ციროზი

logoღვიძლში შეგუბებითი მოვლენები (შეგუბებითი ჰეპატოპათია) შეიძლება განვითარდეს გულის სხვადასხვა დაავადების დროს (სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება, მარჯვენა პარკუჭის მძიმე უკმარისობა, ფილტვისმიერი გული, მიტრალური სტენოზი, მარცხენა პარკუჭის მძიმე უკმარისობა, შეხორცებითი პერიკარდიტი). ღვიძლში ხანგრძლივად მიმდინარე შეგუბების შედეგად შეიძლება განვითარდეს ფიბროზული შემაერთებელი ქსოვილი და ჩამოყალიბდეს ე.წ. კარდიული ციროზი.

შეგუბებითი ჰეპატოპათიის დროს ავადმყოფები უჩივიან ტკივილებს მარჯვენა ფერდქვეშა არეში

ზოგიერთი რჩევა ღვიძლის ციროზის შემთხვევების დროს

logo— თუ ადამიანს, რომელიმე ასაკში (მათ შორის ახალშობილის), გადატანილი აქვს სიყვითლე, თუმცა თავს ჯანმრთელად გრძნობს, აუცილებელია ღვიძლის სრულყოფილი გამოკვლევის ჩატარება, ღვიძლის ფარული დისფუნქციის გამორიცხვის მიზნით.

— თუ ავადმყოფს დადგენილი აქვს რომელიმე სახის ქრონიკული ჰეპატიტი და პრაქტიკულად არსებობს მისი ღვიძლის ციროზში ტრანსფორმირების ალბათობა, აუცილებელია გასტროენტეროლოგის მეთვალყურეობა. ავადმყოფს პერიოდულად უნდა ჩაუტარდეს ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები, საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური

ქრონიკული არაკენჭოვანი (აკალკულოზური) ქოლეცისტიტი

logoქრონიკული ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის კედლის ანთებითი დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ნაღვლგამომყოფი სისტემის მოტორიკის და ტონუსის დარღვევებით. ქრონიკული ქოლეცისტიტი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და ყოველ 1000 მოსახლეზე მისი სიხშირე 6–10 შემთხვევაა. დაავადება გვხვდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა ხშირია 40–60 წლის პირებში. ქალებში 3–5–ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. დაავადების სიხშირე ჭარბობს ეკონომიურად განვითარებულ ქვეყნებში.

ზოგიერთი რჩევა ნაღვლის ბუშტის და ნაღვლგამომტანი გზების დაავადებების შემთხვევაში

logo1. თუ ავადმყოფს პერიოდულად აღენიშნება ტკივილები მარჯვენა ფერდქვეშა არეში, პირის სიმწარე, გულისრევის შეგრძნებები, ტემპერატურის მომატება, რაც უხშირესად უკავშირდება ცხიმიანი კერძების მიღებას ან ფსიქოემოციურ გადაძაბვებს, აუცილებელია ჩატარდეს მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა და გასტროენტეროლოგის კონსულტაცია ქრონიკული ქოლეცისტიტის გამოსარიცხად.

ქრონიკული პანკრეატიტი

logoქრონიკული პანკრეატიტი პანკრეასის ჯირკვლოვანი ქსოვილის ქრონიკული, პროგრესირებადი ანთებად-დისტროფიული ხასიათის დაზიანებაა სადინარების გამავლობის დარღვევით, შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებების განვითარებით (ფიბროზული ნაწიბურები, ფსევდოკისტები, კალციფიკატები), ეგზო და ენდოკრინული ფუნქციის დარღვევით.

ზოგიერთი რჩევა ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევაში

logo- თუ ავადმყოფს პერიოდულად, ალკოჰოლის ან ცხიმიანი და ცხარე კერძების მიღების შემდეგ უვითარდება ძლიერი, "სარტყელისებური" ხასიათის ტკივილები მუცლის ზედა ნახევარში, მრავალჯერადი პირღებინებები, რომლის შედეგად მდგომარეობა არ უმჯობესდება, კუჭაშლობები, მუცლის შებერვები, ტემპერატურის მომატება, აუცილებელია გამოირიცხოს ქრონიკული პანკრეატიტის არსებობა.