×

ლაგი გვეტაძე

ლაგი გვეტაძე

გასტროენტეროლოგი

განათლება:

1967-1973 - ქ.კრასნოდარის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1973-1975 - ქ. კრასნოდარის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის კლინიკური ორდინატურა.

1975-1978 - ქ. კრასნოდარის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის დასწრებული ასპირანტურა.

1981 - საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: `გასტროდუოდენური სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობა ქრონიკული პანკრეატიტების დროს~. შიფრი 14.00.05 _ შინაგანი სნეულებანი.

2002-2006 - შესრულებულია სადოქტორო დისერტაცია თემაზე: `ხანგრძლივი ემოციური სტრესის, ფსიქოსოციალური დეზადაპტაციის და პიროვნული თავისებურებების როლი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებათა აღმოცენებასა და მიმდინარეობაში".

სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა

1978-1980 - ქ. კრასნოდარის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი.

1980-1983 - ქ. კრასნოდარის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის ასისტენტი.

1995-1997 - ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

1996-2006 - ამავე უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დოცენტი.

1996-1999 - ამავე უნივერსიტეტის კლინიკური დისციპლინების კათედრის გამგე.

1999-2006 - აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის თერაპიის კათედრის გამგე.

2006-2014 - ამავე უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სრული პროფესორი.

2006-2014 - ამავე უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სამკურნალო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

2014 წლიდან დღემდე - Aამავე უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ ემერიტუსი

პედაგოგიური სტაჟი - 23 წელი

პრაქტიკული მედიცინის მიმართულებით:

1984-1987 - რესპუბლიკური ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს დიეტოლოგი, მთავარი ექიმის მოადგილე საორგანიზაციო-მეთოდურ დარგში.

1987-1995. - რესპუბლიკური ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიური განყოფილების გამგე.

1995-2014 - სამხარეო ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს ზოგად თერაპიული განყოფილების გამგე

2014 წლიდან დღემდე - შ.პ.ს. ჰეპატო-გასტროენტოროლოგიური კლინიკა "ლაგიმედი"-ს დირექტორი.

1987 -2014 - ქ. ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის მთავარი გასტროენტეროლოგი.

1995 - 2010 - ქ. ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის მთავარი თერაპევტი.

2001-2005 - იმერეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის თერაპიული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე.

2005 - 2014 - საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ნაციონალური ასოციაციის იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელი.

სამეცნიერო ინტერესების სფერო: - თერაპია, ჰეპატოლოგია, გასტროენტეროლოგია, ტრანსფუზიოლოგია, ფსიქოლოგია, ფსიქოსომატური პათოლოგიები.

სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა: - 1972; 1974; 1975; 1979; 1986; 1993; 1999; 2000; 2003; 2006; 2008; 2010.

სამეცნიერო შრომები: - გამოქვეყნებულია 46 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 25 საერთაშორისო სამედიცინო რეფერირებად ჟურნალებში.

სახელმწიფო სამედიცინო სერთიფიკატები:

  1. შინაგანი მედიცინა Iბ03 №05162
  2. გასტროენტეროლოგია Iბ15 №012484
  3. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია IIIბ72 №27218
  4. ტრანსფუზიოლოგია IIბ43 №013773

ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სარეზიდენტო პროგრამებში მონაწილეობა:

1995-2014 - იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი ზოგდ თერაპიასა და გასტროენტეროლოგიაში.

2011-2014  - ქუთაისის რეგიონალური სტომატოლოგიური ცენტრის ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სარეზიდენტო მოდულის ,,ფუნდამენტალური მედიცინის თანამედროვე ასპექტების’’ ხელმძღვანელი.

2013 წ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაციის რეცენზენტი.

2012 წელს    ლ. გვეტაძე  დაჯილდოვდა  ღირსების  ორდენით.

 
მედპერსონალი
 
ვაკანსიები
 
რჩევები
 
დამატებითი ინფორმაციისთვის
+995 599 12 13 53
დაგვირეკეთ

კლინიკის შესახებ

ჰეპატო გასტროენტეროლოგიული კლინიკა "ლაგიმედი" დაფუძნდა 2014 წელს პროფესორ ექიმ-გასტროენტეროლოგ ლაგი გვეტაძის და ექიმ-სტომატოლოგ ლიანა ტორონჯაძის მიერ. კლინიკას ყოველდღიურად მრავალი პაციენტი მომართავს, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოდანაც.

კონტაქტი

 ქუთაისი, დ. ავალიანი 1 / სარაჯიშვილის 4

  0431 24 36 38

  info@lagimedi.ge

  www.lagimedi.ge