×

მეორადი ბილიარული ციროზი სანაღვლე გზების ხანგრძლივად მიმდინარე ობსტრუქციული პროცესების შედარებით იშვიათი შედეგია. ციროზი შეიძლება განვითარდეს მყარი ობსტრუქციიდან 5–7 წლის შემდეგ. ზოგჯერ ღვიძლის ციროზი შეიძლება განვითარდეს სანაღვლე გზების ნაწილობრივი ობსტრუქციის შემთხვევაშიც. სანაღვლე გზების დახშობა უფრო ხშირად ნაღვლკენჭოვანი დაავადების, შეხორცებების, სიმსივნური პროცესების, ქრონიკული პანკრეატიტის ან მასკლეროზირებელი ქოლანგიტის შედეგია. ღვიძლი გადიდებულია, მომწვანო ფერისაა. ზედაპირი მარცვლოვანია. ჰისტოლოგიურად ღვიძლის პარენქიმაში ვლინდება ნაღვლის საცობები, ნეკროზული უბნები. პორტული ტრაქტის გასწვრივ ვითარდება ფიბროზული შემაერთებელი

ქსოვილი.

შორსწასული ციროზების შემთხვევაში შემაერთებელი ქსოვილი ვითარდება ღვიძლის პარენქიმაში, აღინიშნება კვანძოვანი რეგენერაციის უბნები.

კლინიკური სურათი

ავადმყოფებში ნაღვლკენჭოვანი დაავადებით და შეხორცებებით, პრევალირებს ქოლანგიტის ან ბილიარული ჭვალის სიმპტომები. ავადმყოფებს აქვთ კანის ქავილი, რომლის აღმოცენებაც ხშირად წინ უძღვის სიყვითლის განვითარებას. კანზე ხშირად აღინიშნება ნაკაწრები, ქსანტელაზმები და ქსანტომები. აღინიშნება დიარეა და სტეატორეა, ცვლილებები ძვლებში, დაკავშირებული ვიტამინისა და კალციუმის მალაბსორბციასთან. ვითარდება ჰეპატო და სპლენომეგალია. შორსწასულ შემთხვევებში ვითარდება პორტული ჰიპერტენზია, ასციტი და სისხლდენები საყლაპავის და კუჭის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან.
ლაბორატორიული გამოკვლევებით ვლინდება ბილირუბინის მაღალი ციფრები. ტუტე ფოსფატაზის აქტივობა უფრო მაღალია ამინოტრანსფერაზების აქტივობასთან შედარებით. შეიძლება განვითარდეს ჰიპერგლობულინემია და ჰიპოალბუმინემია, გახანგრძლივებული პროთრომბინის დრო.

მკურნალობა

რადგანაც, მეორადი ბილიარული ციროზის განვითარებას საფუძვლად უდევს სანაღვლე გზების ობსტრუქცია, რეკომენდირებულია ქირურგიული მკურნალობის ჩატარება. ქავილის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ურსოდეოქსიქოლის მჟავა. ქოლანგიტის განმეორებითი შემთხვევების დროს სამკურნალოდ აუცილებელია ანტიბიოტიკოთერაპია. სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია, თუ ქირურგიული გზით არ ხერხდება სანაღვლე გზების ობსტრუქციის ლიკვიდაცია. ზოგჯერ წარმატებით ხორციელდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

 
მედპერსონალი
 
ვაკანსიები
 
რჩევები
 
დამატებითი ინფორმაციისთვის
+995 599 12 13 53
დაგვირეკეთ

კლინიკის შესახებ

ჰეპატო გასტროენტეროლოგიული კლინიკა "ლაგიმედი" დაფუძნდა 2014 წელს პროფესორ ექიმ-გასტროენტეროლოგ ლაგი გვეტაძის და ექიმ-სტომატოლოგ ლიანა ტორონჯაძის მიერ. კლინიკას ყოველდღიურად მრავალი პაციენტი მომართავს, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოდანაც.

კონტაქტი

 ქუთაისი, დ. ავალიანი 1 / სარაჯიშვილის 4

  0431 24 36 38

  info@lagimedi.ge

  www.lagimedi.ge