×

1. თუ ავადმყოფს პერიოდულად აღენიშნება ტკივილები მარჯვენა ფერდქვეშა არეში, პირის სიმწარე, გულისრევის შეგრძნებები, ტემპერატურის მომატება, რაც უხშირესად უკავშირდება ცხიმიანი კერძების მიღებას ან ფსიქოემოციურ გადაძაბვებს, აუცილებელია ჩატარდეს მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა და გასტროენტეროლოგის კონსულტაცია ქრონიკული ქოლეცისტიტის გამოსარიცხად.

2. თუ ავადმყოფს აღენიშნება გამუდმებულად ყრუ ხასიათის ტკივილები მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რომელიც ძლიერდება საკვების მიღების შემდეგ, მადის დაქვეითება, მუცლის შებერვები, ბოყინი ჰაერით, საჭიროა მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება და გასტროენტეროლოგის კონსულტაცია სანაღვლე გზების დისკინეზიის გამორიცხვის მიზნით.
3. თუ ავადმყოფს ცხიმიანი ან შებოლილი საკვების მიღების, ნერვული ან ფიზიკური გადაძაბვის ფონზე, უეცრად განუვითარდა ძლიერი ტკივილები მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რომელიც გადაეცემა მარჯვენა ბეჭსა და ბეჭქვეშა არეში, ღებინება მწარე შიგთავსით, აუცილებელია ნაღვლკენჭოვანი დაავადების (კალკულოზური ქოლეცისტიტის) გამორიცხვა.
4. თუ ავადმყოფს განუვითარდა სიყვითლე, არ აქვს მუცლის არეში ტკივილები, არ აღენიშნება ტემპერატურის მომატება და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაზიანების სხვა სიმპტომები, აუცილებელია გამოირიცხოს ნაღვლის საერთო სადინარში კენჭის არსებობა (ქოლედოქოლითიაზი) ან პანკრეასის თავის სიმსივნე.
5. თუ ავადმყოფს მარჯვენა ფერდქვეშა არეში ძლიერი ტკივილების ფონზე განუვითარდა სიყვითლე, მაღალი ტემპერატურა შემცივნებით, კანის ქავილი, აუცილებელია სრული ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, მწვავე ან ქრონიკული ქოლანგიტის გამოსარიცხად.

 
მედპერსონალი
 
ვაკანსიები
 
რჩევები
 
დამატებითი ინფორმაციისთვის
+995 599 12 13 53
დაგვირეკეთ

კლინიკის შესახებ

ჰეპატო გასტროენტეროლოგიული კლინიკა "ლაგიმედი" დაფუძნდა 2014 წელს პროფესორ ექიმ-გასტროენტეროლოგ ლაგი გვეტაძის და ექიმ-სტომატოლოგ ლიანა ტორონჯაძის მიერ. კლინიკას ყოველდღიურად მრავალი პაციენტი მომართავს, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოდანაც.

კონტაქტი

 ქუთაისი, დ. ავალიანი 1 / სარაჯიშვილის 4

  0431 24 36 38

  info@lagimedi.ge

  www.lagimedi.ge