კლინიკური სიმპტომების სათანადო ცოდნა გააიოლებს პაციენტის და ექიმის ურთიერთობას, დააჩქარებს მხოლოდ აუცილებელი სადიაგნოსტიკო გამოკვლევების ჩატარებას, საბოლაო დიაგნოზის ჩამოყალიბებას, მკურნალობის დანიშვნას და დაავადების მართვას. ეს ყველაფერი დაზოგავს დროს და მატერიალურ ხარჯებს.
ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოკლე ინფორმაციები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამა თუ იმ დაავადების პრევენციის განხორციელებაში.
რუბრიკაში პერიოდულად წარმოვადგენთ ჩვენ კლინიკაში ჩატარებული კვლევებით მიღებულ ზოგიერთ მნიშვნელოვან კლინიკურ მონაცემებს და ჩვენებურ ანალიზს კონკრეტულ პრობლემებზე.
გთავაზობთ კუჭნაწლავის ტრაქტის ცალკეული ორგანოს ხშირი, შედარებით ხშირი, ნაკლებად ხშირი, იშვიათი დაავადებების და სინდრომების მოკლე მახასიათებლებს.

